ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება
16/04/2015
მედია ანონსი

16 აპრილი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში"
ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება

16 აპრილს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უკვე მესამედ, ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა 16-18 აპრილს გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული რეწვის 20 - მდე ხელოსნისა და დაახლოებით 10 სახელოსნოს მიერ შესრულებული ნამუშევარი.

აღნიშნული გამოფენა ხელს უწყობს ტრადიციული ქართულ რეწვის უძველესი დარგების: მეთუნეობა, ჭედურობა, ტექსტილი პოპულარიზაციასა და განვითარებას.

გამოფენაზე უძველესი ტრადიციული სახეობების კვალდაკვალ, ინტერპრეტირებული ქართული სტილისტიკითა და ძველი ტექნოლოგიით შესრულებული ქართული ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებიც იქნება წარმოდგენილი. ოსტატები რეწვის ნიმუშებს დამთვალიერებელთა თვალწინ დაამზადებენ.

ღინისძიების მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ქ. თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო.

 

წაკითხულია: 3071