ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საგანმანათლებლო კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი“
22/05/2013
 
 

მედია ანონსი

22 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
Tel.: +995 32 2727224
+995 577 293979
pr@moe.gov.ge
http://www.csb.gov.ge/

საგანმანათლებლო კამპანია  „ბაღის ფრინველთა საათი"

ხვალ, 22 მაისს, 08:30-ზე, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება ფრინველებზე დაკვირვების  საგანმანათლებლო კამპანია  „ბაღის ფრინველთა საათი".

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ღონისძიება ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოში 22 მაისი ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით. კამპანია  „ბაღის ფრინველთა საათი", რომლის დროსაც  სკოლის მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, აკვირდებიან და აღრიცხავენ ფრინველებს, უკვე მეხუთე წელია, ტარდება და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ 2000 წლის დეკემბერში გაეროს გაერთიანებულმა ასამბლეამ 22 მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების   საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი იმ მიზეზით შეირჩა, რომ 1992 წელს სწორედ ამ დღეს მოხდა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მიღება.

საქართველოს ბიომრავალფეროვნება მდიდარია და მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული და გლობალური  თვალსაზრისით - სახეობრივი მრავალფეროვნების, ენდემიზმის დონისა თუ  ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებების მხრივ. მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

ყოველწლიურად ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე ერთ კონკრეტულ გარემოსდაცვით თემას ეძღვნება.
2013 წლის 22 მაისის თემაა „წყალი და ბიომრავალფეროვნება".

ტერმინი „ბიომრავალფეროვნება" აღნიშნავს დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმებისა და ბუნებრივი პროცესების ერთობლიობას, რაც მოიცავს ეკოსისტემებს, გენეტიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და კავშირებს ყველა არსებულ სახეობას შორის.

 

წაკითხულია: 2387