მედია ანონსი
5 მაისი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
საკონტაქტო პირი:
ეკა ლალიაშვილი
577327271
საგზაო უსაფთხოებისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიებები გრძელდება
თბილისში გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეული იმართება
2015 წლის 8 მაისს, 14:00 სთ-ზე "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" სკოლა ლიცეუმ სხივში, საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ სპეციალური ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაუტარდებათ. პროექტის მიზანია პატარები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან მიეჩვივნონ საგზაო წესების დაცვას, რათა მაქსიმალურად მოხდეს საგზაო საფრთხეების პრევენცია და ბავშვებმა ადრეული ასაკიდან ისწავლონ აუცილებელი წესები საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.
დაგეგმილი ღონისძიება ტარდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეულთან დაკავშირებით, რომლის გზავნილია "გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე გზებზე!" და იგი 4-10 მაისის განმავლობაში გაგრძელდება. კვირეული მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.
ევროპის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ჯერ მაღალია. (შსს-ს ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს 514 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლოდ 8045 დაშავდა, 2014 წელს 511 ადამიანი გარდაიცვალა და 8536 დაშავდა).