ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საგრანტო კომისიის შეხვედრა
30/10/2010


მედია ანონსი

30 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დოდო ჭუმბურიძე,
PR მენეჯერი
ტელ.:  92 28 39;
893 28 30 92

საგრანტო კომისიის შეხვედრა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 29 ოქტომბერი, 2010 - 1-2 ნოემბერს, 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის  ორგანიზებით პროექტის "ერთად ჩვენ შევძლებთ" ფარგლებში საეა-ის ოფისში (მისამართი: ვ. ორბელიანი ქუჩა #35), გაიმართება საგრანტო კომისიის შეხვედრა, სადაც განხილება დევნილი და ადგილობრივი ქალბატონების მიერ მომზადებული ბიზნესგეგმები. საგრანტო კომისია განიხილავს 80-ზე მეტ ბიზნესგეგმას და გადაწყდება შეჩეული ბიზნესგეგმების დაფინანსების ოდენობა.

საგრანტო კომისიის შეხვედრის მიზანია დევნილი და ადგილობრივი ქალბატონების ეკონომიკური გაძლიერება.

კონკურსში მონაწილე ქალბატონების შერჩევა განხორციელდა საეა-ის ორგანიზებით 2010 წლის ზაფხულში ჩატარებული ტრენინგების `ქალი და ბიზნესის~ კურსდამთავრებულთა ბაზაზე, რომელთაც სურვილი გამოთქვეს მოემზადებინათ თავიანთი ბიზნესიდეების განხორციელების გეგმა. ბიზნესგეგმების მომზადების პროცესში მონაწილეობდნენ  საეა-ის ექსპერტები.
საგრანტო კომისია შედგება პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია პროექტს  "ერთად ჩვენ შევძლებთ" ახორციელებს პარტნიორებთან ერთად: "ოქსფამ დიდი ბრიტანეთი" (OXFAM GB), "ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა" და "ველფეარ ფაუნდეიშენი". პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. 

წაკითხულია: 3005