ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საერთაშორისო ექსპერთა დასკვნები საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო კვლევებზე
18/06/2013

მედია ანონსი 

18 ივნისი, 2013, თბილისი
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის:

საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი
ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო",
ტელ: +995 595 221 999,
ელ.ფოსტა: Anuka@osgf.ge

საერთაშორისო ექსპერთა დასკვნები საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო კვლევებზე

19 ივნისს, ოთხშაბათს, 11 საათზე, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერიაში" (ვარდების რევოლუციის მოედანი) საერთაშორისო ექსპერტები ახალი კვლევის შედეგებს წარმოადგენენ, რომლის მიზანი 2012 წლის წინასაარჩევნოდ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შესწავლა იყო.

ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების სანდოობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუ 2012 წლის წინასაარჩევნო გამოკითხვების პრაქტიკა კვლავ განმეორდება.

კვლევა მოამზადეს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების მსოფლიო ასოციაციამ (ESOMAR) და საზოგადოებრივი აზრის კვლევის მსოფლიო ასოციაციამ (WAPOR) ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" და ღია საზოგადოების ანალიტიკური ცენტრების ფინანსური მხარდაჭერით.

პრეზენტაციას დაესწრებიან საერთაშორისო ექსპერტები, კვლევითი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები.

###

საკონტაქტო პირი:

ანა ტოკლიკიშვილი- ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო", ტელ: +995 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@osgf.ge

www.osgf.ge

 

 

წაკითხულია: 1971