ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე
28/05/2013


   

 


მედია ანონსი   

28 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე

29 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმროში Holiday Inn (მის: 26 მაისის მოედანი, #1) გაიმართება საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით.

პრეზენტაციაზე დასასწრებად ვიწვევთ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია-საშუალებების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

შეგახსენებთ, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას მიმართა საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში.

ექსპერტებმა შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი, შეხვდნენ  ინვესტორი კომპანიისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეწვივნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს და შეისწავლეს საკითხი ადგილზე, შეხვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას.

ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ და ქართულ ენებზე პრეზენტაციის შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდზე
.

 

წაკითხულია: 1539