ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საზეიმო მიღება წინანდალში
01/10/2010


მედია ანონსი

 

1 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
897 97 03 53
Teonabagdavadze@gmail.com

საზეიმო მიღება წინანდალში

[PUBLICITY.GE] თბილისი, 1 ოქტომბერი, 2010 - ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულას ორგანიზებით, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 2 ოქტომბერს საზეიმო მიღება  გაიმართება.

"იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას"  - 2 ოქტომბერს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ტაბულა საზეიმო ღონისძიებას გამართავს.

მიღების მიზანია, მოწვეული სტუმრები  ქართული ტრადიციების და ინოვაციის ჰარმონიული თანაარსებობის გარემოში აღმოჩნდნენ.

სწორედ ამიტომ, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ: დაესწრონ ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრის და ფერმწერის სერგო ქობულაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას;  "თანამედროვე  ხელოვნების  კლუბის" წარმომადგენლების: დათო ალექსიძის, სოფიო ჩერქეზიშვილის და კონსტანტინე მინდაძის  მიერ შესრულებული ინსტალაციების ექსპოზიციის გახსნას; ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმში მისულ სტუმრებს უმასპინძლებს  ქართული ხალხური პოლიფონიური  გუნდი  და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლების ჯგუფი: ფორესტი,  თომა ჩალაძე  და ნიკა ჯაფარიძე.

საგანგებოდ ამ დღისთვის, შეფ მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე  ინოვაციური ქართული სამზარეულოს ნაწარმს ე.წ  "Georgian Fusion" გააცნობს სტუმრებს. ხოლო ტრადიციული ქართული სამზარეულოს მოყვარულები , კახური სამზარეულოს საუკეთესო ნაწარმის დაგემოვნებას შეძლებენ.

ღონისძიების მხარდამჭერები " სილქროუდ გრუპი" და "საქართველოს ლატარიის კომპანია" არიან.

 

წაკითხულია: 2931