საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეთა თვითმმართველობის თემაზე გასვლით კონსულტაციას გამართავენ
მედია ანონსი
14 მაისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეთა თვითმმართველობის თემაზე გასვლით კონსულტაციას გამართავენ
14 მაისი, 2009 -
დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატები გარდაბნის რაიონის სოფელ ახალი სამგორის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან. ღონისძიების მიზანია არასრულწლოვანთა მართლშეგნების ამაღლება და მოსწავლეთა ინფორმირება მათი ასაკობრივი ჯგუფისათვის აქტუალური სამართლებრივი საკითხების შესახებ.
გასვლითი კონსულტაციის ფარგლებში საზოგადოებრივი ადვოკატები ისაუბრებენ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მისი უფლებამოსილების, ასევე მოსწავლეთა ქცევის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე. გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ამ სფეროში საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის თავისებურებების განხილვას.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ განხორციელებული გასვლითი კონსულტაციები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ტრადიციულ საშუალებად იქცა. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით მოქმედმა იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებმა სამ ათეულზე მეტი ასეთი ღონისძიება განახორციელეს. გასვლითი კონსულტაციები 2009 წელს გაზრდილი ინტენსივობით გაგრძელდება და შინაარსობრივად მრავალფეროვან ხასიათს შეიძენს.
შეგახსენებთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის (ქუთაისი, ზესტაფონი), სამეგრელოს (ზუგდიდის, ფოთის), გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის რეგიონებსა და თბილისში ფუნქციონირებს.
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
PR-მენეჯერი
ტელ: (+995 32) 93 20 90
მობ: (+995 99) 42 77 37
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge