ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საინფორმაციო შეხვედრა
08/09/2014

ანონსი

 


9 სექტემბერი, 2014 წელი
18:00 საათი

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ხიჯაკიძე
tamoxijaka@yahoo.com

 

საინფორმაციო შეხვედრა

სამშაბათს, 9 სექტემბერს, 18.00 საათზე, ევროპის სახლში (მისამართი: თავისუფლების მოედანი 1, შემოსასვლელი შალვა დადიანის ქუჩიდან) გაიმართება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების ამოქმედების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი აბაშიშვილი- საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში; მარიამ გაბუნია, ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ნათია სამუშია- თავისუფალი უნივერსიტეტი. პროექტის კოორდინატორი -ნატო ბაჩიაშვილი- ევროპის სახლი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე.

შეხვედრა ხორციელდება ევროპის სახლის პროექტის ფარგლებში შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. 


წაკითხულია: 3089