02/08/2010
![]()
მედია ანონსი
2 აგვისტო,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ნინო ელბაქიძე
893 617140
საკონსტიტუციო სამართალწარმოება, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები
[PUBLICITY.GE] თბილისი, 2 აგვისტო, 2010 - დღეს, 2010 წლის 2 აგვისტოს ქობულეთში, სასტუმრო « ჯორჯიან პალასში » ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლის » ორგანიზებით იწყება ტრენინგი ჟურნალისტებისათვის თემაზე « საკონსტიტუციო სამართალწარმოება, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ». ტრენინგში მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ მედიასა და აჭარის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები. ტრენინგს წარუძღვებიან «კონსტიტუციის 42-ე მუხლის» ექსპერტი არჩილ ჩოფიკაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ექსპერტი თეიმურაზ ტუღუში და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე.
ტრენინგს გახსნის « კონსტიტუციის 42-ე მუხლის » გამგეობის წევრი ნინო ელბაქიძე. ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ ისეთი საკითხებს, როგორიცაა: საკონსტიტუციო სასამართლოს როლი, საქმიანობის თავისებურებანი, დანერგილი სიახლეები, შედეგები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ჟურნალისტებს დეტალურად გააცნობს ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლის » საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკას _ მიმდინარე და უკვე განხილული სარჩელებსა და მნიშვნელოვანი შედეგებს. მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე კოლეგებთან ერთად ისაუბრებს მედიასა და მესამე სექტორს შორის დიალოგის აუცილებლობაზე, პრობლემებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე
შეხვედრა იმართება პროექტის "საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა უკეთეს კანონმდებლობაზე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ამერიკული ორგანიზაცია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფარგლებში.
პროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური ნორმებისა და ხარვეზების გამოვლენითა და აღმოფხვრის გზით ქართული კანონმდებლობის დახვეწა, დაზარალებულთა უფლებების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.