30/04/2008ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
“მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში”
ოთხშაბათს, 30 აპრილს, 17:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია. პროექტის სახელწოდებაა “მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში”. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ეუთოს მისიის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების აუცილებლობა გამოიწვია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ავადმყოფი პატიმრების მძიმე მდგომარეობამ და გახშირებულმა სიკვდილიანობამ. პრეზენტაციაზე საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენელი, სახალხო დამცველი და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლები ისაუბრებენ პროექტის მნიშვნელობაზე და საზოგადოებას გააცნობენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.
საკონტაქტო პირი: მანანა კობახიძე (899 419102); მარი ჩოხელი (899 15 7899)
###