07/12/2007ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
სამეწარმეო კონფერენცია
10 დეკემბერს, ორშაბათს - აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF), საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი , სასტუმრო “მარიოტ თბილისის” საკონფერენციო დარბაზში ატარებს სამეწარმეო კონფერენციას
კონფერენცია ტარდება ბიზნეს პარტნიორობის საგრანტე პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიისა და სამეცნიერო ჯგუფის თანამშრომლობას, სამეცნიერო შედეგების კომერციალიზაციის ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და ორმხრივი ეკონომიკური სარგებლობის მიღებას. კონკურსზე წარმოდგენილი 52 საინოვაციო პროექტიდან საქართველოსა და ამერიკის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეირჩა 12 საუკეთესო პროექტი, რომელთა ავტორებიც გააკეთებენ პრეზენტაციებს. კონფერენციაზე იმუშავებს ჟიური საქართველოსა და აშშ ექსპერტების მონაწილეობით. ისინი შეაფასებენ წარმოდგენილ პროექტებს და იმავე საღამოს, მიღებაზე, გამოაცხადებენ საგრანტო გადაწყვეტილებებს.
9 :00 – რეგისტრაცია
18:30 – საზეიმო დაჯილდოება – მიღება
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს სამეცნიერო – ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) მინდელის ქ. 7 თბილისი, 0186
საკონტაქტო პირი: ნინო კუნცევა-გაბაშვილი
ტელ: +995 (32) 21 03 61 ; 32 01 68
ელ-ფოსტა: step@grdf.ge
###