ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სამკურნალო ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონია
04/12/2013

მედია ანონსი

4 დეკემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:
ზაზა დოლიძე -
რუსთავის ფოლადის სამკურნალო ცენტრის დირექტორი
(მობ: 599 33 11 66)

სამკურნალო ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონია

5 დეკემბერს, 15:00 საათზე, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართება იაპონიის მთავრობის მიერ „ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" ფარგლებში დაფინანსებული „საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ქ. რუსთავში შპს „რუსთავის ფოლადის" სამკურნალო ცენტრში სამედიცინო კლინიკის მოწყობის" პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია.

წითელი ჯვრის ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შპს „რუსთავის ფოლადის" სამკურნალო ცენტრის აღჭურვა ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რომელიც მოემსახურება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში.
ღონისძიებას დაესწრებიან ქ. რუსთავის მერი, იაპონიის ელჩი საქართველოში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და წითელი ჯვრის წარმომადგენლები.
მისამართი: (დელისის მესამე ჩიხი, იხ. ბმული რუკა)

წაკითხულია: 2153