ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სამოქალაქო ორგანიზაციების ადვოკატირების ფორუმი
16/10/2014

მედია ანონსი
16 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 
სამოქალაქო ორგანიზაციების ადვოკატირების ფორუმი

კონფერენციის თარიღი: ხუთშაბათი/პარასკევი, 16-17 ოქტომბერი, 2014 წელი 
ჩატარების ადგილი: სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზი, რუსთაველის 13

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა (G-PAC) გიწვევთ სამოქალაქო ორგანიზაციების ადვოკატირების ფორუმზე.

ორდღიან კონფერენციაზე განხილული იქნება ადვოკატირების წარმატებული საერთაშორისო მაგალითები, ისევე როგორც საქართველოში რეგიონულ და ეროვნულ დონეზე მიღწეული წარმატებული ადვოკატირების შედეგები. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხელი ადვოკატირების ექსპერტები აშშ-დან და ევროპიდან ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, როგორ აწარმოებენ წარმატებულ ადვოკატირების კამპანიებს და აღწევენ შედეგებს. 
ეს კონფერენცია ასევე იქნება G-PAC-ის ფარგლებში ჩატარებული უკანასკნელი ღონისძიება, ვინაიდან პროექტი მთავრდება 2014 წლის 31 ოქტომბერს. 

კონფერენციას დაესწრება 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისიდან და საქართველოს ყველა რეგიონიდან, საერთაშორისო ექსპერტები, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები, ბიზნეს ორგანიზაციები, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები. აშშ-დან და ევროპიდან მოწვეული ექსპერტები იქნებიან ქ-ნი თელმა იანგი, ადამიანის უფლებების აქტივისტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი გარემოს დაცვის მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია (Peoples Climate March); ასევე მოწვეული მომხსენებელია ბ-ნი ტონი ბოუდენი - დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანიდან "my Society", რომელიც იყენებს თანამედროვე მეთოდებს მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დონის ასამაღლებლად. მესამე მომხსენებელი ქ-ნი ოგო როგოვაა კოსოვოს ქალთა ქსელიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად მომუშავე ქალთა რეგიონული ქსელია მსოფლიოში.

ფორუმზე სიტყვით გამოვა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ,,სიდას" დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც ისაუბრებს თემაზე სამოქალაქო საზოგადოებების იმიჯი და ნდობის ხარისხი, როგორც აუცილებელი წინაპირობა წარმატებული ადვოკატირებისთვის.

ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია და ზოგადი დისკუსია.

წაკითხულია: 3163