მედია ანონსი
15 აპრილი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას" კომუნიკაციის მენეჯერი
599512215
etuna@cida.ge
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის სამუშაო შეხვედრა
50-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას შეაფასებენ.
17 აპრილს, 10 საათზე, სასტუმრო ,,ვერე პალასში" (ქუჩიშვილის ქ. 22-24) არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" ორგანიზებით, 50-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს რეგიონებში შექმნილ ვითარებას განიხილავს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებს.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
თვითმმართველობა და რეგიონული მმართველობის საკითხები
თვითმმართველობებში კონკურსებისა და ატესტაციების განხორციელება
აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილი ვითარება
თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობა
რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევები
ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა/ურთიერთობა მედიასთან
დონორების პოლიტიკა და ურთიერთობა ადგილობრივ ორგანიზაციებთან
გამოწვევები ბენეფიციარებისთვის
მნიშვნელოვანი გამოწვევები ქვეყნის განვითარებისთვის
საქართველოს ევორინტეგრაციის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება
ტერიტორიული მთლიანობა და ურთიერთობა ოკუპირებულ რეგიონებთან
,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)" არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელს „სიდას" ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 50 რეგიონული ორგანიზაცია.
ღონისძიება ორგანიზებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
სამუშაო შეხვედრა ტარდება ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.