04/05/2009
4 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემის რეფორმის შედეგად საპატიმრო დაწესებულებებში ნაკლები რაოდენობით ბავშვები მოხვდებიან
ვინ: დიმიტრი შაშკინი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრი
პერ ეკლუნდი, ელჩი, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში
ჯოვანა ბარბერისი
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
როდის: 5 მარტი 2009 წელი, 14:00 საათი
სად: "შერატონ მეტეხი პალასი", საკონფერენციო დარბაზი "ლილე" (თელავის ქ. #20)
რა: პარტნიორული პროექტის "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმირება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საქართველოში" პრეზენტაცია.
ორწლიან პროექტს ახორციელებს საქართველოს მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მექანიზმის გაუმჯობესება და საქართველოში რეინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სისტემის შექმნა.
რატომ: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმირება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. რეფორმის მიზანია შეიქმნას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ისეთი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციასა და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას. რეფორმა გარანტია უნდა იყოს იმისა, რომ არ მოხდეს ბავშვების კრიმინალიზაცია, არსებობდეს პრევენციის პროგრამები, სასჯელის ალტერნატიული მექანიზმები და არასრულწლოვნებთან მომუშავე პერსონალს გავლილი ჰქონდეს შესაბამისი მომზადება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ მიქაძე
ევროკომისიის ქარმომადგენლობა საწართველოში
პრესისა და ინფორმაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ:(+995 32) 94 37 63
ფაქსი:(+995 32) 94 37 68
ელ ფოსტა: tamriko.mikadze@ec.europa.eu
ვებ-გვერდი: www.delgeo.ec.europa.eu
მაია ქურციკიძე
გაეროს ბავშვთა ფონდის
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: (++ 995 32) 23 23 88, 25
11 30
ფაქსი: (++ 995 32) 25 12 36
მობ:
(++ 995 99) 53 30 71
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org,
ვებ-გვერდი: www.unicef.org/georgia