მედია ანონსი
21 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი-ფონდი
„ღია საზოგადოება საქართველო" ,
მობ: +995 95 221 999;
http://www.osgf.ge/
სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი „C"-ს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავება
პრესკონფერენცია
22 თებერვალს, 14:00 -ზე ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის ქ.10) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ხუციშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი „C"-ს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავების თაობაზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამი ექსპერტი პროგრამაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაიწყებს.
პროგრამული დოკუმენტი განსაზღვრავს თუ რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობა მოხდება წლის განმავლობაში, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან პაციენტები, რა სქემებით ჩაუტარდებათ მათ მკურნალობა და რა ფინანსური რესურსი იქნება საჭირო.
ექსპერტების შექმნილ დოკუმენტს განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შემდეგაც ის წარედგინება მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს.
სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი "C"-ს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა დღემდე პრობლემად რჩება. 2013 წლის სტრატეგიით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
კონტაქტი პრესისთვის:
ანა ტოკლიკიშვილი-ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" , მობ: +995 95 221 999; http://www.osgf.ge/
ირაკლი კორძაია- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, მობ: +995 599 85 47 77; www.mcla.gov.ge