საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის (“შემოქმედებითი ევროპა“) წევრი ქვეყანა ხდება
მედია ანონსი
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის ("შემოქმედებითი ევროპა") წევრი ქვეყანა ხდება
დღეს, 23 თებერვალს დაიწყო საქართველოს კლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში. ვიზიტის მიზანი ევროკავშირის პროგრამაში - "Creative Europe"-ში („შემოქმედებითი ევროპა") საქართველოს გაწევრიანებაა.
დღესვე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი 18:30 სააათზე ბელგიაში მოღვაწე სახელოვნებო სფეროს ქართველ წარმომადგენლებს შეხვდებიან.
სამშაბათის, 24 თებერვალს 10:30 საათზე დაგეგმილია მინისტრის სტუმრობა ნატიფი ხელოვნების სასახლეში BOZAR და შეხვედრა სასახლის დირექტორთან ბატონ Paul Dujardin-თან.
24 თებერვალს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე კი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტიბორ ნავრაჩიჩი, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - "Creative Europe"-ის („შემოქმედებითი ევროპა") წევრი გახდება. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართება. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი ხდება.
"Creative Europe" („შემოქმედებითი ევროპა") წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
http://ec.europa.eu/programmes/creative-europe/index_en.htm