ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა
07/03/2010

მედია ანონსი

8 მარტი, 2010
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა

9 მარტს, 13 საათზე დაბა ბაკურიანში, სასტუმრო Prima G-ში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ჩაატარებს 2-დღიან სამუშაო შეხვედრას - «საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა».

აღნიშნული შეხვედრის მიზანია, ხელი შეეწყოს საქართველოსა და თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე მოხდება კონცეფციის შემუშავება, რომელიც წარმოადგენს 2010-2013 წლებში რეგიონებს შორის თანამშრომლობის ხედვას.

შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა, რეგიონებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, საზღვრისპირა თანამშრომლობის დაფინანსების წყაროები, თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები და სხვ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის მხრიდან - არდაჰანის, ართვინის, ყარსის გუბერნატორები; პოსოვის გამგებელი; თურქეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლები; ართვინის, ყარსის და არდაჰანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების თავმჯდომარეები; ყარსის უნივერსიტეტის წარმომადგენელი; შავის ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფედერაციის წარმომადგენლები და თურქეთის ტელევიზიის (TRT) წარმომადგენლები;

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მხრიდან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

პროექტი ხორციელდება Black Sea Trust (German Marshall Fund)-ის პროგრამის ფინანსური მხადაჭერით.

###

საკონტაქტო პირი: დოდო ჭუმბურიძე,
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის PR-მენეჯერი
ტელ.: 92 28 39; 893 28 30 92;
ელ-ფოსტა: pr@economists.ge;
ვებგვერდი: www.economists.ge

წაკითხულია: 3814