მედია ანონსი
4 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკი პრეკონფერენციას გამართავს
ოთხშაბათს, 5 სექტემბერს, 11 საათზე საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, გაგარინის ქუჩა 29ა, ჩატარდება პრესკონფერენცია ახალი თაობის პლასტიკური ბარათის გამოშვების თაობაზე. პრესკონფერენციას გაუძღვება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური. სრულიად ახალი ტიპის პლასტიკური ბარათი, რომელიც საქართველოში პირველად გამოდის, დეტალურად წარედგინება მედიას. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, პირველებმა იხილონ ბარათი მოქმედებაში და დაუსვან შეკითხვები ბანკის გენერალურ დირექტორს.