ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ მინისტრის მრჩეველს, გიორგი პერტაიას ხვდება
04/11/2010


მედია ანონსი

4 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მედია მენეჯერი
მარიამ სპარსიაშვილი
895 11 45 46

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  პრემიერ მინისტრის მრჩეველს, გიორგი პერტაიას ხვდება
 

[PUBLICITY.GE] თბილისი,  4 ნოემბერი, 2010 წელი - პარასკევს, 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები პრემიერ მინისტრის მრჩეველს, გიორგი პერტაიას შეხვდებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლობის შედეგები და პერსპექტივები პრემიერის აპარატსა  ბიზნეს ასოციაციასა შორის, შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებამდე მისაღები ქვენორმატიულ აქტების შემუშავების პროცესში თანამშრომლობა.

შეხვედრაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ასევე მოწვეულია „საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის" დირექტორი - დევიდ სმიტი, რომელიც ისაუბრებს საქართველო - აშშ-ს პარტნიორობის საკითხებზე,  აშშ-ში უკანასკნელ ხანს ჩატარებული კონგრესისა და სენატის არჩევნების შესაძლო შედეგებზე საქართელოსთვის და ამ შედეგების გავლენაზე ზოგადად აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ კურსსა თუ უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

წაკითხულია: 2957