10 დეკემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
11 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი"-ში (საკონფერენციო დარბაზი დასი&ბალავარი) გაიმართება საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პლენარული სხდომა.
პლენარულ სხდომას დაესწრებიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი, ეროვნული სატყეო პროგრამის ექსპერტი კლაუს-მაიკლ ფაკენბერგი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის დელეგაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მიზანია სექტორული პოლიტიკის გაძლიერება, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმის მხარდაჭერა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული სატყეო პროგრამის სამუშაო ჯგუფების სამომავლო გეგმები და 2013 წლიდან დღემდე ჩატარებული საქმიანობების ანგარიშები.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების მიხედვით იდენტიფიცირებულ იქნა შვიდი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: ტყის დაცვა-აღდგენა, ტყეების ეკონომიკური შეფასება, ადამიანური რესურსების განვითარება, სატყეო განათლება,საკანონმდებლო და ინსტიტუციური საკითხები, ტყის მონიტორინგი და საინფორმაციო სისტემები, ტყის მდგრადი მართვის მენეჯმენტი.