ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფება
27/02/2015
პრესრელიზი

27 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფება

27 თებერვალს, 12:00 საათზე ბათუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დროს საუბარი შეეხება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. მიხეილ გიორგაძე კოლეგას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნებსა და კატალოგებს გადასცემს.

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, 14:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ესტუმრება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს, შეხვდება სასწავლებლის ხელმძღვანელობას და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.

.

წაკითხულია: 2043