ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს მსოფლიო ავიაბაზრის ცნობილი ექსპერტი ნიკოლას სილვა ეწვევა
16/07/2012

მედია ანონსი

16 ივლისი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე 
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

საქართველოს   მსოფლიო ავიაბაზრის ცნობილი ექსპერტი ნიკოლას სილვა ეწვევა

საქარველოს მსოფლიო ავიაბაზრის ცნობილი ექსპერტი ნიკოლას სილვა ეწვევა. ნიკოლას სილვას აქვს  15 წლიანი გამოცდილება ავიაბაზარზე მუშაობის. ის წარმოადგენს  წამყვანს საერთაშორისო სალიზინგო კომპანია  AerCap-ს რომელიც არის მსოფლიოში 100 -მდე მეტი  მსხვილი ავიახაზების    პარტნიორი კომპანია.

ბატონი ნიკოლასი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს,  საინვესტიციო კლიმატს და გარემოს სწავლობს, რეგულარულად მართავს შეხვედრებს მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, რომლების დაინტერესებულები არიან საქართველოს ავიაბაზარში ინვესტირების და ქვეყნისათვის უახლესი მოდელის თვითმფრინავების ლიზინიგით გადმოცემის საკითხებით.

ნიკოლას სილვა საქართველოს ტრანზიტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანალიზს  საქართველოს სამოქალაქი ავიაციის ხელმძღვანელ ირაკლი დავითაძესთან ერთად PRIME TIME
-ის პრეს კლუბი, 17 ივლისს, 13.00 ზე  ქართველი ჟურნალისტებისთვის წარმოადგენს

განხილული იქნება შემდეგი საკითხები  :

აქვს თუ არა საქართველოს შანსი გახდეს  ტრანზიტული ფრენების  მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი მოთამაშე  ? !

-  თქვნენი აზრით, რა მდგომარეობა საავიაციო ინდუსტრიაში საქართველოში?

- როგორია მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ძირითადი ტენდენციები?

-  რა  პოტენციალის გამოყენება შეუძლია  ქართულ ავიაციას?

- როგორია ქართული საავიაციო ინდუსტრიის პროდუქტის ხარისხი, ამ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით?

-  რა ძირითადი გამოწვევებია იმისთვის, რათა საერთაშორისო მოთხოვნა, რომელიც დაფრინავს ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნების გავლით დავარწმუნოთ, რათა აირჩიონ საქართველო როგორც სატრანზიტო ნიშნული?

- რა როლი აკისრია საჰაერო გადაზიდვებს ქვეყნის განვითარებაში და მაგალითი თუ შეგიძლია მოიყვანოთ?

- რა როლი აკისრია საჰაერო გადაზიდვებს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაში?

- ვითარდება თუ არა ქართული ავიაცია სხვა  ქვეყნის ელემენტების თანაბრად?

- ძირითადად რა აბრკოლებს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში?

 

წაკითხულია: 2353