ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია მრგვალ მაგიდას გამართავს
29/05/2012

მედია ანონსი

29 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ცირა ნადარეიშვილი
2389833
2389844
595 114544
www.gsmea.ge

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია მრგვალ მაგიდას გამართავს

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია  ოთხშაბათს,  30 მაისს  12.00 საათზე სასტუმროში „ამბასადორი" (მისამართი: შავთელის ქ. 13) აწყობს  მრგვალ მაგიდას, რომელიც  პროექტის „ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში"  ფარგლებში  ჩატარებული კვლევას მიეძღვნება. მრგვალი მაგიდის თემაა გადასახადებისაგან თავის არიდებისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნეს ომბუდსმენის ოფისის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.

პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის" პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის  და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის  ინსტიტუტის  (EWMI)  მხარდაჭერით.

 

წაკითხულია: 2161