ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლებს
12/02/2011


მედია ანონსი

12 თებერვალი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია 
ნანა ბოლქვაძე
+995 99 508083
nbolkvadze@gsmea.ge

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლებს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  12 თებერვალი, 2011 წელი - 2011 წლის 14 თებერვალს 10.00 საათზე, "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია" (GSMEA)  საქართველოში სასწავლო შემეცნებითი ვიზიტით მყოფ უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლებს.

ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის და უკრაინის რადას წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში საქართველოს გამოცდილების შესწავლა და გაზიარება. 

ასოციაციის მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან: პრეზიდენტი - გიორგი ისაკაძე, ვიცე-პრეზიდენტი - კახა კოხრეიძე და არმასრულებელი დირექტორი - ლევან კალანდაძე.

მისამართი:  დ.გამრეკელის #19, მე-3 სართული, ოფისი#311 (ყოფილი კუტუზოვის ქუჩა)

წაკითხულია: 2834