22 იანვარი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა დუნდუა,
„სიდა"-ს კომუნიკაციის მენეჯერი
599248222
diana@cida.ge
23 იანვარს, 14:00 საათზე, ქ. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია არასამთავრობო სექტორის და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამართავს სამინისტროს მუშაობის 2013 წლის ანგარიშისა და 2014 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას.
ასევე, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მინისტრს გააცნობენ საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, მათ რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით.