ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს სახელმწიფოსა და ყაზახურ ინვესტორ კომპანიას შორის წარმოქმნილი კომფლიქტი ნეგატიურად აისახება საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ და დიპლომატურ ურთიერთობებზე.
10/02/2014
მედია ანონსი

10 თებერვალი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დინარა ინკარბეკოვა
შპს "აქსაი ბიემსი"-ს გენერალური დირექტორი
ტელეფონი: + 995 577 50 14 25


საქართველოს სახელმწიფოსა და ყაზახურ ინვესტორ კომპანიას შორის წარმოქმნილი კომფლიქტი ნეგატიურად აისახება საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ და დიპლომატურ ურთიერთობებზე.
ყაზახური კომპანია შპს "აკსაი-ბიემსი" მართავს პრესკონფერენციას სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის დავის წარმოქმნასთან დაკავშირებით.

კომპანია "აკსაი-ბიემსი"-მ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა და დაასაქმა დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობა. კომპანია დაინტერესებულია სამუშაოების გაგრძელებით და საქართველოში 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებით. თუმცა სახელმწიფოს მიერ კომპანიის მიმართ განხორციელებული სანქციების გამო ეს პროცესი გაჩერებულია.

2014 წლის 10 თებერვალს, 15:00 საათზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ზემოხსენებულ კონფილქტთან დაკავშირებით ყაზახური კომპანია "აკსაი-ბიემსი" გამართავს პრესკონფერენციას. სადაც გაახმოვანებს სასამართლო გარჩევის დეტალებს. ყაზახურ მხარეს წარმოადგენს ერისთავის იურიდიული ჯგუფი. პრესკონფერენციას დაესწრება აგრეთვე ყაზახეთის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი.

წაკითხულია: 1380