ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემის ცერემონია 2010
22/02/2010

მედია ანონსი

 

22 თებერვალი, 2010
დაუყონებლივ გავრცელებისათვის

წარმატებული 5 წელი საქართველოს უნივერსიტეტისათვის

საქართველოს უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემის ცერემონია 2010

2010 წლის 23 თებერვალს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში "საქართველოს უნივერსიტეტი"  120 კურსდამთავრებულს დიპლომებს გადასცემს. ღონისძიების მიზანია, უნივერსიტეტმა თავისი წარმატებული სტუდენტები განსხვავებულ გარემოში დააჯილდოვოს.

"საქართველოს უნივერსიტეტს" უსრულდება 5 წლის თავი. თავისი არსებობის 5 წლის მანძილზე უნივერსიტეტმა მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. მაგისტრების 90% და ბაკალავრების 64% წარმატებულ ორგანიზაციებში დასაქმდა.

დიპლომები გადაეცემათ უნივესიტეტში არსებული სხვადასხვა სკოლის სამაგისტრო, ბალკალავრიატისა და პროფესიული სწავლების კურსდამთავრებულებს: ეკონომიკის და ბიზნესის სკოლა, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ჯანმრთელობის დაცვის სკოლა, სამართლის სკოლა, საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და მათემატიკის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტს დაეხმარნენ სტუდენტების დასაქმებაში, მათ შორის: თბილისის მერი გიგი უგულავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი კვირიკაშვილი, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და "საქართველოს უნივერსიტეტის" სამეურვეო საბჭოს დავმჯდომარე გიული ალასანია.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი და ეროვნული შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, რომლებსაც უნივერსიტეტი საპატიო დოქტორის წოდებას გადასცემს.

    

###

ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტეის შესახებ:

2004 წელს საზოგადობრივ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე დაფუძნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება "საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი", რომელიც დღეს "საქართველოს უნივერსიტეტის" სახელით აგრძელებს მოღვაწეობას. 2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. 2006წლის შემოდგომიდან უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამები .

დაარსებისთანავე უნივერსიტეტმა შეიმუშავა მისია, რომ ხელი შეწყოს საზოგადოების მაღალგანვითარებულ და თანამედროვე ტიპად გარდაქმნას, რომელსაც დღემდე წარმატებით ასრულებს.

 

საკონტაქტო პირი: ნათია ღლონტი
საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან  ურთიერთობისა მენეჯერი,
ტელ: 241144 (165) მობ: 8 77  44 77 81
ელ-ფოსტა: n.glonti@ug.edu.ge, ვებგვერდი: www.ug.edu.ge
საქართველო, თბილის 0175 მ. კოსტავას 77ა
                                                                                                                      

 

 

 

წაკითხულია: 4529