რატომ?: Wataniya Airways“ რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 11 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ა.წ. 30 ივნისს გასცა.
ავიაკომპანიის პირველი რეისით თბილისს ეწვევიან “Wataniya Airways”-ის დამფუძნებელი და მფლობელი ბ-ნი რაკან ელ ტავაიჯრი და ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების 70 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე არიან ავიაკომპანიისა და სხვა მსხვილი ბიზნესის მმართველები: DR.HAMAD ALTUWAJRY, MR. RAKAN ALTUWAJRY, WATANIYA AIRWAYS-ის ბორდის წევრები: MR. RIYADH ALSAEED დაMR. FOUZI ALATEEQI.
დელეგაცია 18:30 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“ (მის: შოთა რუსთაველის N 29) გამართავს ქართულ ბაზარზე ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებასა და პრეს-კონფერენციას. კონფერენციას ასევე დაესწრებიან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები.
ღონისძიებას ქუვეითის მხრიდან ქ-ნი ლანა ალ რეშიდი (საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი), საქართველოს ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში ბ-ნი როლანდ ბერიძე და საქართველოში Wataniya Airways-ის გენერალური კომერციული წარმომადგენელი „ინტერკო თრეველი“ გახსნიან.
საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერადი ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა.