02/10/2009
2 ოქტომბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საქართველოში ახალი ბიზნესმენთა ქართული გაერთიანება იქმნება
2009 წლის 2 ოქომბერს, პარასკევს 13:30 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" (თელავის ქ. # 20, თბილისი) გაიმართება პრეზენტაცია საქართველოში ახალი ბიზნესმენთა გაერთიანების - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" შექმნის ინიციატივის შესახებ.
ბიზნეს ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დასახული მიზნის მისაღწევად გეგმავს მჭიდრო ითანამშრომლოს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს ასოციაციებთან, უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სხვადასხვა ქვეყნებში, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მასმედიასთან.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ რაც მეტი ბიზნესმენი დაინტერესდება ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებაში მონაწილეობის მიღებით და მასში გაწევრიანებით, მით უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდება ბიზნეს ასოციაცია, რაც თავისთავად სასარგებლო იქნება, როგორც წევრი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, ასევე ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის.
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზვიად ქვლივიძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი
მობ: 855 382737
ვებ.გვერდი: www.bag.ge