ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში ბავშვთა უფლებების 25 წლისთავის აღნიშვნის მიზანი ყველაზე დაუცველი ბავშვების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა
08/11/2014

მედია ანონსი
 

საქართველოში ბავშვთა უფლებების 25 წლისთავის აღნიშვნის მიზანი ყველაზე დაუცველი ბავშვების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა

ვინ: ბ-ნი საშა გრაუმანი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელ-ლი
როდის: 10 ნოემბერი 2014 წელი, 15:00 საათი.
სად: გაეროს სახლი, საკონფერენციო დარბაზი, ერისთავის ქ.9
რა: ბრიფინგი მედიისთვის - ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავის აღნიშვნა საქართველოში
რატომ: 2014 წლის ნოემბერში საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავს. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მიმოვიხილოთ ის პროგრესი, რაც 25 წლის მანძილზე იქნა მიღწეული სახელმწიფოთა მიერ ბავშვთა უფლებების დასაცავად და საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ დგას ბავშვების წინაშე და ხელს უშლის მათ განვითარებასა და ნორმალურ ცხოვრებას.
50,000 ბავშვი საქართველოში ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს. 15 წლის ბავშვთა ორი მესამედს არ აქვს კითხვის, მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების სათანადო ცოდნა და უნარი, რაც ყველაზე უარესი შედეგია ევროპაში. საქართველოს მოსახლეობის 40%-ს აქვს სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ.
2014 წელი საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა წლად გამოაცხადა. რა პროგრესი იქნა მიღწეული იმ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებაში, რაც წლის განმავლობაში დაიგეგმა.
ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობა იქნება ბავშვთა უფლებების 25 წლისთავის აღნიშვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთავარი ფოკუსი. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება და საინტერესო ინიციატივა, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენების ჩართულობას ითვალისწინებს, მაგ, ჯონ ლენონის სიმღერის ჩაწერა სპეციალური აპლიკაციით და მისი სოციალური მედიით გავრცელება, რაშიც მონაწილეობას იუნისეფის კეთილი ნების ელჩები მიიღებენ მსოფლიოს მასშტაბით, აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში პაატა ბურჭულაძეც შეუერთდება; ქართველი მწერლების ესეები ბავშვთა უფლებებზე; სტუდენტური ფილმები და სხვა ღონისძიებები რომელთა სრული ჩამონათვალი მედია ბრიფინგზე გავრცელდება.
***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, მობ: (+995 599) 53 30 71
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

 

 

წაკითხულია: 1481