მედია ანონსი
18 ნოემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საქართველომ ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია
საქართველოში ბავშვის უფლებათა კონვენციის 20 წლისთავი აღინიშნება
ვინ: ბ-ნი გიორგი არსენიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტი
ბ-ნი გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი
ბ-ნი როლანდ მონაში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
ბ-ნი მარტინ კლაუკე, ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში
როდის: 20 ნოემბერი, 2009 წელი, 12:00 საათი
სად: სასტუმრო "რადისონ სას ივერია" (ვარდების რევოლუციის მოედანი #1)
რა: ბავშვის უფლებათა კონვენციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია.
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 20 წლისთავი ფართოდ აღინიშნება მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში. 20 ნოემბერს მსოფლიოში ასევე ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
რატომ: 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია. ბავშვის უფლებათა კონვენცია ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებს შორის ყველაზე ფართოდ აღიარებული დოკუმენტია, რომელიც 193 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
გასული ორი ათეული წლის განმავლობაში კონვენციამ მთლიანად შეცვალა დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. ბავშვებთან დაკავშირებულმა საკითხებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონმდებლობების, პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების პროცესში. კონვენციამ განსაზღვრა სახელმწიფოთა ვალდებულებები ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში, ისევე როგორც იმ ადამიანების უფლება-მოვალეობანი, რომელთაც ბავშვებზე ზრუნვა აკისრიათ. გარდა ამისა, ბავშვის უფლებათა კონვენცია ეთიკური ნორმებისა და ღირებულებების კრებულია, რომელიც აწესებს სტანდარტებს ბავშვთა ჯანმრთელობის, განათლებისა და ბავშვთა დაცვის სფეროში.
როგორ ხვდება საქართველო ბავშვთა უფლებების 20 წლისთავს - ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, 4000 ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებიდან საკუთარ თუ მიმღებ ოჯახს დაუბრუნდა, შეიმჩნევა კლების ტენდენცია ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლებში, ხორციელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს რეფორმა. თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
20 ნოემბერს ბავშვის უფლებათა კონვენციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ქურციკიძე
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: (+ 995 32) 23 23 88, 25 11 30
მობ: (+ 995 99) 53 30 71
ფაქსი: (+ 995 32) 25 12 36
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
ვებ-გვერდი: www.unicef.org/georgia; www.unicef.org/rightsite
თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
"ფაბლისითი ჯგუფი"
ტელ: (+ 995 32) 508 444
მობ: (+ 995 77) 46 55 90
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge