3 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ქეთევან გიოშვილი,
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში,
ketevan.ghioshvili@unic.org,
599 532268
კვირეულის სლოგანია: გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის . მისი მიზანია საქართველოს საზოგადოების - მთავრობის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და მოქალაქეების, გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დასაცავად. კვირეულის ღონისძიებები გაიმართება 4-14 მარტს თბილისსა და რეგიონებში.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი განკუთვნილ მიმართვაში, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა თქვა: "გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა განვითარების საფუძველია. ძალისხმევა თანასწორობის მისაღწევად ეკუთვნის ყველას, ვინც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე. დღეს ჩვენ ავღნიშნავთ საქართველოს მიღწევებს გენდერული თანასწორობის დაცვის საქმეში, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება. ამავდროულად ყურადღებას ვაქცევთ პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების იმ საკითხებსაც, რომელნიც დამატებით ყურადღებას საჭიროებენ".
გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული გაიმართება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.