მედია ანონსი
21 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტატო ინფორმაცია:
თეა გოცაძე
კომპანია გუდვილის კრეატივისა და რეკლამის მენეჯერი
პიარ კლუბის ვიცე პრეზიდენტი
მობ: 5 77 47 77 61
ელ.ფოსტა:pr@goodwill.ge
საქართველოში პიარ პრაქტიკოსთა კლუბი იხსნება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 21 მარტი, 2012 - ხვალ, 22 მარტს 19:00 საათზე პიარ კლუბის ოფიციალური პრეზენტაცია მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში" გაიმართება.
პიარ კლუბი არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. კლუბის ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს იმ საკითხებს, რაც წარმოადგენს წევრთა საერთო ინტერესებს და რაც რთული გადასაწყვეტია ცალკეული პიარ პრაქტიკოსების ძალებით. კლუბის წევრობა შუძლიათ ნებისმიერ სფეროში დასაქმებულ პიარსპეციალისტებს. კლუბის მიზნებია: პროფესიული ინტერესების წარდგენა და დაცვა; სფეროს გაუმჯობესებაზე და პოპულარიზაციაზე ზრუნვა; პიარის განათლების განვითარების ხელშეწყობა; ქცევისა და ეთიკის კოდექსის შექმნა და პიარ პროფესიონალებს შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება; კლუბი რეგურალურად მოაწყობს ერთობილივ პიარ აქტივობებს; ისევე როგორც ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს და სხვადასხვა ტრენინგ სემინარებს წევრებისთვის.
კლუბს ყავს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უფლებამოსილია მთავარ საკითხად დააყენოს კლუბისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხები. საბჭოს წევრები არიან: მარიკა დარჩია - მედია პალიტრის კრეატიული დირექტორი, ბერდია ნაცვლიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ელდარ პირმისაშვილი - პერიტუს გრუპის დირექტორი, კახა მაღრაძე - ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და თორნიკე გურული - კომპანია ვისოლის მარკეტინგისა და პიარის დირექოტრი.
კლუბის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს დასაქმებული პიარის პროფესიით, უნდა ქონდეს მინიმუმ 3 წლიანი სტაჟი პიარის საქმიანობაში და მაღალი პროფესიული კომპეტენტურობა.
კლუბის წევრს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს კლუბის ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზებაში, კლუბის შეხვედრებზე მოაწყოს პრეზენტაციები, გამოფენები, გამოვიდეს სიტყვით, კლუბის წევრები გამოიყენოს ფოკუს ჯგუფად, მოაწყოს დეგუსტაციები, შემოვიდეს ინიციატივით და შესთავაზოს საკუთარი რჩევები და წინადადებები კლუბს.
„პიარ კლუბი" პიარ პრაქტიკოსებს ასევე შესთავაზებს:
პიარ კლუბის ფარგლებში უკვე ჩატარდა პირველი ღონისძიება, ლექციია-სემინარი, რომელიც ამერიკელმა პროფესორნა დენის ლ. უილკოქსმა ჩაატარა. იგი საქართველოში აშშ საელჩოს დაფინანსებით ინყოფებოდა. პირველ ღონისძიებას 160 პიარ პრაქტიკოსი დაესწრო და მათ პიარ კლუბის სერთიფიკატები გადაეცათ.
კლუბის პრეზენტაციაზე ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ჩატარდება სხვადასხვა წამახალისებელი გათამაშებები, სადაც გამარჯვებულებს სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ. პრეზენტაციაზე მოწვეული არის 200-მდე პიარ პრაქტიკოსი.
პიარ კლუბის მხარდამჭერები არიან: „გუდვილი", „აუთდორი", კულტურის ცენტრი „მუზა", საიტი პიარ მენეჯერებისთვის prexchange.ge