ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში პირველად პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება ჩატარდება
13/09/2017
ვინ?: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში.
რა?: აცხადებს პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებას, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება. აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
სად?: ლოლიტას საკონფერენციო დარბაზი, მე-3 სართული (მის: ჭოველიძის #7).
როდის?: ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017, 11:00 საათზე.
რატომ?: მონაწილეებს მიესალმებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი.

პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც გამოვლინდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და სპეციალური პრიზებით.

პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.

დეტალური დოკუმენტაცია და ონლაინ განაცხადის ფორმა ატვირთულია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: www.awardtvet.ge. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 6 ოქტომბერი. კანდიდატები შეფასდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ. გამარჯვებულები გამოცხადდება პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 31 ოქტომბერს.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
გიორგი კოპალეიშვილი
ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
535-298989 | gkopaleishvili@mcageorgia.ge

თათია ხუბულავა
კომუნიკაციების მენეჯერი
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტი
577-516363 | tatia.khubulava@pem-consult.de
წაკითხულია: 4247