01/10/2009
1 ოქტომბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საქართველოში პირველი Microsoft Certified Professional (MCP) კლუბი იხსნება
პარასკევი, 2009 წლის 2 ოქტომბერი, 17:30 საათი - ”იუ-ჯი-თის” ტრეინინგ ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ: 17ა, V სართული) გაიმართება საქართველოში Microsoft Certified Professional (MCP) კლუბის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.
MCP კლუბის პრეზენტაცია გაიმართება კომპანია იუ-ჯი-თის ტრეინინგ ცენტრ IT Knowledge-ს ოფისში. იუ-ჯი-თის შვილობილი კომპანია IT Knowledge ერთადერთია საქართველოში, რომელიც Microsoft-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრის სტატუსის მფლობელია.
საქართველოში პირველი MCP კლუბის შექმნით ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სივრცეში მოღვაწე სპეციალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიკრიბონ და მიიღონ ინფორმაცია Microsoft-ის ტექნოლოგიურ და საპროდუქტო სიახლეებზე, გაიზიარონ კოლეგების მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
MCP კლუბი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს. საქართველოში Microsoft Certified Professional კლუბის შეკრებებს უზრუნველყოფს კომპანია High-Tech Solutions, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს: აიტი კონსალტინგს, აუთსორსინგს და ჰოსტინგს. MCP კლუბის პერმანენტული შეხვედრები კი გაიმართება კომპანია იუ-ჯი-თის ტრეინინგ ცენტრ IT Knowledge-ს ოფისში.
MCP კლუბს აქვს წამახალისებელი პროგრამა. კლუბის წევრებს საინტერესო თემების წარმოდგენისთვის სხვადასხვა ტიპის საჩუქრები გადაეცემათ. (საგამოცდო ვაუჩერები, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.)
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 893 30 03 75
ელ-ფოსტა: mcpclub@postmaster.ge