07/10/2010

მედია ანონსი
7 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
საქველმოქმედო ღონისძიება ქალაქ ქუთაისში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 7 ოქტომბერი, 2010 - 2010 წლის 8 ოქტომბერს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და კომპანია “ბილაინის” მხარდაჭერით “ხელოვნების აკადემია” ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ატარებს საქველმოქმედო ღონისძიებას, სადაც მონაწილეობას იღებენ წარმატებული ხელოვანები, კონკურსების ლაურეატები და სტიპენდიანტები. ღონისძიების ორგანიზებას, სპონსორი კომპანიების რეკლამირებას და მასმედიის ჩართულობას უზრუნველყოფს “ხელოვნების აკადემიის” საორგანიზაციო ჯგუფი.
საკონცერტო პროგრამის I ნაწილი:
დოკუმენტური კადრები; ვალერიან შიუკაშვილისა და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი თენგიზ ჭუმბურიძის დირიჟორობით.
სოლო კონცერტს გამართავს “ხელოვნების აკადემიისა” და საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი. კონცერტი ეძღვნება ქუთაისის სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორის, ღვაწლმოსილი მუსიკოსის თენგიზ ჭუმბურიძის ხსოვნას.
ხელოვნების აკადემიისა და სპონსორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა კომენტარები. (ხელოვნების აკადემიისა და მისი საქველმოქმედო ფონდის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.)
შესვენების დროს სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ “ხელოვნების აკადემიის” საქმიანობას, ფოტო და ვიდეო მასალას.
საკონცერტო პროგრამის II ნაწილი
2009-2010 წელს ჩატარებული კონკურსების ლაურეატთა და “ხელოვნების აკადემიის” სტიპენდიანტთა კონცერტი.
“ხელოვნების აკადემიის” სტიპენდიანტთა დაჯილდოების ცერემონია. ჯილდოებსა და სერთიფიკატებს გადასცემს “ხელოვნების აკადემიის” საპატიო დირექტორატი სპონსორებთან ერთად.
“ხელოვნების აკადემიის” მხარდამჭერი კომპანიის დაჯილდოება. ჯილდოს გადასცემს ვალერიან შიუკაშვილი.
კონცერტზე დასწრების ფასია 5 ლარი. თანხა გადაეცემა “საერთაშორისო ფონდს ხელოვნების აკადემია” და მოხმარდება მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებას, საკონკურსო პროგრამებს და განსაკუთრებით ნიჭიერი მოზარდების დაფინანსებას.
საკონცერტო პროგრამის დასრულების შემდეგ დაგეგმილია სადღესასწაულო ვახშამი.