მედია ანონსი
5 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თათული ბოლოკაძე
bolokadze@expogeorgia.ge
საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების პირველი საერთაშორისო გამოფენა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 აპრილი, 2012 - ამა წლის 6-დან 8 აპრილამდე, გამოფენების ცენტრ „ ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში ჩატარდება მე-14 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების პირველი საერთაშორისო გამოფენა.
გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია". გამოფენა ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თბილისის მერიისა და USAID - ის პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით.
გამოფენის პარალელურად დაგეგმილია ამ დარგის პროფესიონალთათვის სხვადასხვა ღონისძიება.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრებიან:საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი ვერა ქობალია, თბილისის მერი ბატონი გიგი უგულავა და სხვა ოფიციალური პირები.
გამოფენის ოფიციალური გახსნა: 6 აპრილი,2012 / 11:00 სთ. სამუშაო საათები: 6 -8 აპრილი,2012 / 11:00 - 18:00 სთ.