ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საჩხერეში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნება
22/01/2015
 
22 იანვარი, 2015
 
ანონსი
საჩხერეში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნება
 
სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარება კიდევ ერთ რეგიონში ხდება ხელმისაწვდომი. 
 
23 იანვარს, 13:00 საათზე, საჩხერეში (თავისუფლების ქ.№4), იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, საკონსულტაციო ცენტრს გახსნის. ღონისძიებას იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრებიან.
 
საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი მაღალმთიანი იმერეთის მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით ამოქმედდა. ცენტრში დასაქმებულია კონკურსის გზით შერჩეული იურისტი, რომელიც მოსახლეობას იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს და სამართლებრივ დოკუმენტებს შეუდგენს. 
 
საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-18 ოფისია. ცენტრი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებით. შესაბამისი სამუშაოები მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსებით დაფინანსდა.
 
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც 2007 წლიდან მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. დღეისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისები ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ფუნქციონირებს. საჩხერის გარდა, სხვადასხვა რეგიონში კიდევ 11 იურიდიული დახმარების ბიურო და 6 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს.
 
###
 
საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის PR-მენეჯერი
599 42 77 37; gselimashvili@legalaid.ge 

წაკითხულია: 3336