13/07/2013მედია ანონსი
13 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარეხი გვარამაძე
მობ: 577 309 322
საჯარო დისკუსია დეზომორფინის (კრაკადილი) შესახებ
13 ივლისს - 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილ. ჭავჭავაძის 32, A101 აუდიტორია), საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ნარკოტიკული საშუალების დეზომორფინის - იგივე "კრაკადილის" შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი გური მენაბდიშვილი, ფსიქოლოგი ინგა სიჭინავა და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ.
ღონისძიების მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა, დეზომორფინის (კრაკადილი) ქრონიკული დაავადებებისა და მტანჯველი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე და იმ საფრთხეების შესახებ, რაც რეალურად არსებობს ქვეყანაში. დამსწრე აუდიტორიას ახალგაზრდა პარლამენტარები ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგებს გააცნობენ და დეზომორფინის ორგანიზმზე მოქმედების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას წარუდგენენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. სადისკუსიო თემა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მარიამ ჯაშთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.