მედია ანონსი
19 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი,
ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო",
მობ: 895 221 999
Anuka@osgf.ge
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პირველი ეტაპის შედეგებისა და საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების რეიტინგის წარდგენა
20 სექტემბერს, სამშაბათს, 14.00 საათზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის 10), გამართავს პრესკონფერენციას, სადაც შეაჯამებს პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის - www.OPENDATA.ge" პირველი ეტაპის შედეგებს და საზოგადოებას წარუდგენს მეორე ეტაპის განხორციელებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს.
OPENDATA.ge არის ონლაინ წყარო, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებების ბიუჯეტის, სახელფასო ფონდების, გამოცხადებული ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების, სამივლინებო ხარჯების, სახელმწიფო უწყებების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, დამუშავება და ვებგვერდზე ატვირთვა 2011 წლის აპრილიდან ხორციელდება. ვებგვერდს ყოველდღიურად 400-მდე მომხმარებელი სტუმრობს.
პრესკონფერენციაზე განიხილება პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში არსებული შედეგების კვლევა, სტატისტიკური ანალიზი, წარმოდგენილი იქნება თანამდებობის პირთა სახელფასო ფონდების ვიზუალიზაცია.
ასევე პრესკონფერენციაზე განხილული იქნება პროექტის „საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი" მიმდინარე რეიტინგი.
პროექტს აფინანსებს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო".