ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სემინარი:საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა კონკურსების ორგანიზების წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება
06/03/2015
მედია ანონსი

6 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თათია მჟავანაძე555438107
www.rustaveli.org.ge

სემინარი:საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა კონკურსების ორგანიზების წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება


ხვალ, 7 მარტს თბილისში გაიმართება ინტელის სასწავლო აკადემიის (Intel ISEF Educator Academy) სემინარი, რომელიც ეძღვნება საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა კონკურსების ორგანიზების წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. სემინარზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლე-მკვლევართა მსოფლიოში უდიდესი კონკურსის - ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენის (Intel ISEF) და მასთან აფილირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის" რეგულაციები და კატეგორიები, მოსწავლეთა კვლევითი და საინჟინრო პროექტების განხორციელების მეთოდები, შეფასების კრიტერიუმები და საუკეთესო მაგალითები.

სემინარი განკუთვნილია საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთათვის, განათლების სპეციალისტებისათვის და იმ მეცნიერთათვის, ვინც დაინტერესებულია ქვეყანაში საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონის ამაღლებით, მოსწავლეებში მეცნიერული კვლევისა და გამომგონებლობის უნარების განვითარებით, ქვეყნის სამომავლო სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენით და მეცნიერების პოპულარიზაციით.

სემინარის ორგანიზატორები არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოში ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პარტნიორი - ინოვაციური განათლების ფონდი.
სემინარში მონაწილეობენ:განათლებისსამინისტროსკურიკულუმისდეპარტამენტისადამასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისცენტრისექსპერტები, საერთაშორისო კონკურსის „ლეონარდო დავინჩისა"დასახელმწიფო სამეცნიერო საგრატო კონკურსში „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" ჩართულიმასწავლებლები, ლიდერები, თანალიდერებიდამეცნიერები.

 

 

სემინარი გაიმართება ა.წ. 7.მარტს
მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ბეტსის" საკონფერენციო დარბაზი, მაყაშვილისი ქ. 32/34
პროგრამა დაიწყება 11:00 საათზე

 

წაკითხულია: 1694