სინერჯი ჯგუფი ბათუმში ადგილობრივ უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ორგანიზაციული სტრუქტურების სემინარზე იწვევს
მედია ანონსი
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის
5 ივნისი 2015
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ მუნჯიშვილი,
სინერჯი ჯგუფის უმცროსი პარტნიორი,
ბრენდის და კონტენტის განვითარების მენეჯერი
ტელ.: 995 598 486 988 | mariam@synergy.ge
სინერჯი ჯგუფი ბათუმში ადგილობრივ უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ორგანიზაციული სტრუქტურების სემინარზე იწვევს
საკონსულტაციო კომპანია სინერჯი ჯგუფი სპეციალურად ბათუმში ადგილობრივი უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ივლისის დასაწყისში ატარებს სემინარს თემაზე - რა პრობლემებია გავრცელებული ქართული კომპანიების ორგანიზაციულ მოწყობასა და სტრუქტურაში და რა გავლენას ახდენს ეს ბიზნესების მაღალი ხარისხით მუშაობაზე, განვითარებასა და გაზრდაზე.
სემინარის მონაწილეებს საშუალება ექნებათ რეალური ქართული კომპანიების მაგალითზე მოისმინონ ორგანიზაციულ მოწყობასა და სტრუქტურაში გავრცელებული ხარვეზები და მათი გადაწყვეტის გზები. ასევე, გაიგონ სტრუქტურის წესები, რომელთა დარღვევა ორგანიზაციაში სისტემურ პრობლემებს იწვევს და რომელთა ცოდნაც აუცილებელია სტრუქტურის ფორმირებისას ან ცვლილებისას.
სემინარზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ
ბმულს და დასწრების ინტერესი გამოხატონ 25 ივნისამდე.
სინერჯი ჯგუფი 15 წელია ეხმარება კერძო და საჯარო ორგანიზაციებს ისე გადაანაწილონ თანამშრომლებს შორის პასუხისმგებლობები, ძალაუფლება და როლები და შექმნან კომუნიკაცია-კოორდინაციის ისეთი მექანიზმები, რომელიც მათ ბევრად უკეთესი შედეგების მიღების შესაძლებლობას მისცემს.