ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სიღნაღში სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო გაიხსნება
06/05/2016
 
მედია ანონსი 
 
6 მაისი, 2016
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის                                                    
 
საკონტაქტო პირი: 
გიორგი სელიმაშვილი, 
Mob: +995(599)42-77-37
E-mail: gselimashvili@legalaid.ge
Web: www.legalaid.ge

 
სიღნაღში სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო გაიხსნება

10 მაისს, 13:00 საათზე, სიღნაღში, სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო ამოქმედდება. ახალ ოფისს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე – იურიდიული დახმარების საბჭოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებითა და იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფს. 

ახალი ბიუროს ამოქმედებით, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დაიქირავონ ადვოკატი, უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად აღარ მოუწევთ თელავში ჩასვლა, რაც მათ მგზავრობის ხარჯებს და დროს დაუზოგავს.

დღეისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს. გადახდისუუნარო მოქალაქეებს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმეებზე, საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე – სოციალური დაცვის საკითხებზე. უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია გადახდისუუნარო დევნილებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.

###
 
მისამართი: სიღნაღი, აღმაშენებლის ქ.№7 (ადგილობრივი გამგეობის მიმდებარე ტერიტორია)


წაკითხულია: 5630