სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი
18/09/2020
ვინ?: განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით;
რა?: მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება;
სად?: კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (ctc) ეზოში, ოთარ ჩხეიძის N5;
როდის?: 19 სექტემბერს, 20:00 საათზე;
რატომ?: ღონისძიებაზე გამოვლინდება გრან-პრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი დირექტორი. გრან-პრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი კი 25 000 ლარს შეადგენს.
კონკურსის მიზანია წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის, ასევე სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (ctc), „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.
წაკითხულია: 4165