ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–13 საერთაშორისო გამოფენა
20/11/2013
მედია ანონსი

20 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
ნინო გამრეკელი, თიკო ჩიქვანაია
ელ-ფოსტა: gamrekeli@expogeorgia.ge, chikvanaia@expogeorgia.ge
ტელ: 2341100 (108/109)
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე მაჭავარიანი
ელ-ფოსტა: machavariani@expogeorgia.ge
ტელ: 2341100 (127) ; 577570084

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-13 საერთაშორისო გამოფენა

გამოფენის თარიღები: 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით
გამოფენა:

გამოფენის მიზანია მოხმარებლისათვის პროდუქტებისა და სერვისების გაცნობასთან ერთად დააკავშიროს ერთმანეთს სხვადასხვა ბიზნესები, რომლებსაც მომავალი პარტნიორობის შედეგად წარმატების დიდი შანსი უჩნდებათ, ასევე გააცნოს ქართულ ბაზარს უცხოელი წარმომადგენლები, რომლებიც ეძებენ პარტნიორებს თავიანთი პროდუქციის საქართველოში დისტრიბუციისათვის.

გამოფენის ძირითადი თემები:

 სოფლის მეურნეობისათვის საჭირო პროდუქცია - სასუქები და პესტიციდები, სასათბურე და სამაცივრე მეურნეობები, ნერგები, ცხოველთა საკვები და კვების ტექნოლოგიები, სარწყავი სისტემები, სოფლის მეურნეობის ტექნიკა და სხვა.

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისათვის საინტერესო პროდუქცია - მანქანა დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, შემფუთველი ტექნოლოგიები, სამაცივრე მეურნეობები.

საკვები პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებლები, რომლებიც ეძებენ ადგილობრივ დისტრიბუტორებს.
სოფლის მეურნეობა და მის განვითარებასთან დაკავშირებული სექტორები დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, როგორც ეკონომიკური ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ცხადია ქვეყანას, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი წარმატებას მიაღწიოს ამ დარგში სჭირდება ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების, მრეწველობაში გამოსაყენებელი პროდუქტებისა და ზოგადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

სწორედ ამიტომ, გამოფენაზე წარმოდგენილია 100-მდე კომპანია შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლიტვა, ისრაელი, შრილანკა, არაბთა გაერთიანებული საემიროები.

გამოფენა საინტერესო იქნება ფერმერებისთვის, კვების მრეწველობაში მომუშავე კომპანიებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის.
გამოფენაზე დასწრებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი, ბილეთები გაიყიდება გამოფენის სარეგისტრაციო დახლთან, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებგვერდი და ფეისბუქის გვერდი - www.expogeorgia.ge და www.facebook.com/expogeorgia.
გამოფენის ცენტრი „ექსპოჯორჯია": თბილისი, ა. წერეთლის გამზირი, 118, ტელ.: 2 34 11 00, ფაქსი: 2 35 11 00

წაკითხულია: 1791