მედია ანონსი
25 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის:
საკონტაქტო პირი:
მაიკო ბურდული
მობ.: +995 595 27 99 97
m.burduli@yahoo.com
სს ,,სარაჯიშვილს" ამერიკული კომპანია მილიონობით ლარს ედავება
„ოპტიმა ჯგუფმა", რომელსაც საქართველოში ერისთავის იურიდიული ჯგუფი წარმოადგენს, სს ,,სარაჯიშვილის" მიმართ სარჩელი აღძრა. საქმე ეხება ,,სარაჯიშვილი"-ს პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე.
2011 წელს სს ,,სარაჯიშვილმა" კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია ,,ოპტიმა გრუპთან", რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელების დისტრიბუციას.
კონტრაქტის ფარგლებში ,,ოპტიმა გრუპს" მიენიჭა რუსეთის ბაზარზე სს ,,სარაჯიშვილის" პროდუქციის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება 5 წლის ვადით.
სს ,,სარაჯიშვილის" მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ,,ოპტიმა გრუპმა" მრავალმილიონიანი დავა წამოიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო სს ,,სარაჯიშვილის" ქონებას.
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის აღძვრის პროცესი მიმდინარეობს როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამ თემასთან დაკავშირებით ხუთშაბათს 27 ივნისს 11 საათზე ინტერპრესნიუსის დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია.
მისამართი: იოსებიძის 49