მედია ანონსი
1 ივნისი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ელდარ პირმისაშვილი
"პერიტუს გრუპი"
858 445566
info@periuts.ge
peritus.ge
სტუდენტური კონკურსი ქალაქის ბრენდინგში
[PUBLICITY.GE] თბილისი,1 ივნისი,2011 - 2011 წლის 8 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება "პერიტუს გრუპი"-ს სტუდენტური კონკურსის "PRოფესია" დიპლომების გადაცემისა და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია.
კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.
საკონკურსო დავალება მოიცავდა ქალაქების: თბილისის, ბათუმისა და სიღნაღის ბრენდინგის კონცეფციის მომზადებას.
სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო: საქართველოს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავაკასიის აკადემიური ცენტრის, ილიას უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტების დეკანები და მოწვეული ექსპერტები: მარიკა დარჩია, რამაზ საყვარელიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელდარ პირმისაშვილი, ნათია კალაძე, ნინო პერტენავა და ნინო სანადირაძე.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადეცემათ პრიზები და სერთიფიკატები. კომპანია ჯეოსელმა დააწესა 3 ცალი უსადენო ინტერენტ მოდემი ჯეოკონექტი, კომპანია ბილაინმა დააწესა 3 მობილური ტელეფონი, სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი გამარჯვებულებს გადასცემს პიარის სამკვირიანი სერთიფიცირებული ტრენინგის, 245 დოლარის ღირებულების ვაუჩერს.
#
"პერიტუს გრუპი" სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ინტეგრირებული კომუნიკაციის ბაზარზე ახალი იდეებითა და ხედვით მოვიდა. "პერიტუს გრუპი" მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ინოვაციურ, საინტერესო პროექტებს, რომლებიც ორგანიზაციების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებას უზრუნველყოფს.სააგენტოს უპირატესობა მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა გახლავთ. კომპანიის ვებგვერდის - peritus.ge-ს საშუალებით სასურველი სერვისის შერჩევა და შეძენა შესაძლებელია ოფისიდან გაუსვლელად. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მოქმედებს ექსპერტ-ცენტრი, რომელიც ბიზნესმენებს, მარკეტინგისა და პიარ მენეჯერებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.
PERITUS.GE, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ავტორიტეტულ უცხოელ ექსპერტებსაც აერთიანებს. სპეციალისტები დაინტერესებულ ორგანიზაციებს პიარის, ბრენდინგის, მარკეტინგის, მედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით სტრატეგიულ გეგმებს მოუმზადებენ და გაუწევენ კონსულტაციებს.