მედია ანონსი
23 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
„პეიტუს გრუპის" პროექტის მენეჯერ
ნინო სარალიძეს.
855 38 67 86,
info@peritus.ge
სტუდენტური კონკურსი
ეფექტური სტრატეგული კომუნიკაციების კომპანია „პერიტუს გრუპი" იწყებს სტუდენტურ კონკურსს „შენი PR ოფესია".
კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.
დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ აქტუალურია ქალაქის ბრენდინგის თემა. აქედან გამომდინარე, სტუდენტებისთვისაც რომ საინტერესო ყოფილიყო აღნიშნულ პროექტში ჩართვა და მასზე მუშაობა, საკონკურსო თემად შეირჩა „სითი ბრენდინგი".
ჩვენი მიზანია, რომ თქვენ მიღებული თეორიული ცონდა გამოიყენოთ და განახორციელოთ პრაქტიკაში და მიიღოთ გამოცდილება.
ნაშრომებს შეაფასებენ ექსპერტები: მარიკა დარჩია, რამაზ საყვარელიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელდარ პირმისაშვილი, ნათია კალაძე, ნინო პერტენავა, ნინო სანადირაძე
გამარჯვებულ 20 სტუდენტს საშუალება ექნებათ მოამზადონ პრეზენტაციები და თავად წარადგინონ პროექტები ექსპერტებთან, ხოლო პირველ 3 ადგილზე გასული სტუდენტების ნამუშევრები წარედგინებათ საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს. საავტორო უფლებები იქნება დაცული და არ მოხდება ნამუშევრების თვითნებურად გამოყენება.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადეცემათ პრიზები და სერთიფიკატები.